Monday, June 18, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება-ასურეთში გავრცელებული დიალექტიზმები
2.პროექტის მთავარი იდეა-მოსწავლეები გამოიკვლევენ, რომელ დიალექტზე საუბრობენ  ასურეთში მცხოვრები რაჭველები და მთიულები.
3.პროექტის აქტუალობა-ამ პროექტის განხორციე;ლება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მართლ წერასა და მართლმეტყველებას.
4.პროექტის მიზნები-მოსწავლეები პარალელს გაავლებენ დიალექტიზმებსა და სალიტერატურო ლექსიკას შორის.
5.მონაწილეთა ასაკი-15 წელი.
6 ვადები/ხანგრძლივობა-15 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას-მოსწავლეები შექმნიან ასურეთის დიალექტიზმების ლექსიკონს.
8. პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რერურსები-პლაკატები,ფოტოაპარატი,ალბომები,ველოსიპეტი,დიალექტიზმების ლექსიკონი,ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
თემის შერჩევის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ შემდეგი კითხვები:
ა) რა არის დიალექტიზმები?
ბ) აქვს თუ არა საერათო ფორმები რაჭველებსა და მთიულებს ხმარებულ ლექსიკაში?
გ)როგორ ვიბრძოლოთ ენის სიწმინდისათვის?
ამის შემდეგ შევქმენით 3 ჯგუფი. პირველს დაევალა რეფერატის მომზადება ზოგადად დიალექტიზმებზე , როგორ ვიბრძოლოთ ენის სიწმინდისათვის .
  მეორე ჯგუფს-ასურეთში გავრცელებული რაჭული დიალექტიზმების მოძიება აღნუსხვა.
მესამე ჯგუფს-ასურეთში გავრცელებული მთიულური დიალექტიზმების მოძიება აღნუსხვა.თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მასალების პრეზენტაციას.
მოპოვებულ მასალებს განვათავსებ ბლოგზე.
10)საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფში მუშაობის,ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარ -ჩვევა,მოსწავლეები დამუშავებული წყაროების საფუძველზე ქმნიან ლექსიკონს.
11) პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ ტოგონიძე
12)ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:tamartogonidze5@gmail.com
13)პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tamartogonidze5.blogspot.com